-1.16 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-18  
09:16:36

კენიის რესპუბლიკიდან შემოტანილი მავნე ორგანიზმებით დაავადებული 5 700 ცალი ყვავილი განადგურდება

By: Admin
2021-05-11 15:26:47
204

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის "აეროპორტის" გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვების ფარგლებში, კენიის რესპუბლიკიდან 5700 ცალი, სხვადასხვა სახეობის მოჭრილი ყვავილი იქნა შემოტანილი.

როგორც "ექსპრესნიუსს" ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, დადგინდა, რომ საქონელი დაბინძურებული იყო მავნე მწერებით, ხოლო აღებული ნიმუშების ლაბორატორიული კვლევის შედეგად, საკარანტინო მავნე ორგანიზმი - Frankliniella occidentalis გამოვლინდა.

უწყების ცნობით, საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების თანახმად, აღნიშნული საქონელი განადგურებას დაექვემდებარა.

(NS)

Share