4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
13:07:06

13 მაისიდან ქვეყნის მასშტაბით, უქმე დღეებთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები იხსნება

By: Admin
2021-05-11 16:14:30
204

13 მაისიდან ქვეყნის მასშტაბით უქმე დღეებთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები იხსნება.

აღნიშნულის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ოპერატიული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

„როგორც მოგეხსენებათ, ქვეყანაში 12 მაისის ჩათვლით უქმე დღეებია, შესაბამისად, შეზღუდულია მუნიციპალური ტრანსპორტისა და სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებების ფუნქციონირება. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 13 მაისიდან, ხუთშაბათიდან, აღნიშნული შეზღუდვები მოიხსნება.  ამ ეტაპზე, ძალაში რჩება ღამის საათებში 21:00-05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა. საბჭო მუდმივ რეჟიმში აკვირდება არსებულ ტენდენციებს და როგორც კი ეპიდემიოლოგიური ვითარება საშუალებას მოგვცემს, განხილული იქნება არსებული რეგულაციების შემსუბუქების შესაძლებლობა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გამოიყენონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია, რათა თითოეულმა ჩვენთაგანმა მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ვირუსის გავრცელების პრევენციას და ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში რაც შეიძლება მალე დაბრუნებას“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

შეგახსენებთ, რომ 2-დან-12 მაისის ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით უქმე დღეები იყო გამოცხადებული.

Share