ვალუტის კურსი

10 მარტის მდგომარეობით, კრიპტოვალუტების საფონდო ბირჟა Binance-ზე 1 ეთერიუმის ფასმა 4 140 დოლარი შეადგინა, რაც ვალუტის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, ეთერიუმის ფასმა 5%-ით მოიმატა, ბაზრის კაპიტალიზაციამ კი 478 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც, ბოლო 1 თვის პერიოდში, გაორმაგებული შედეგია. ეთერიუმის ფასი 3 000-დან 4 000 დოლარამდე 1 კვირაში გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ ალტკოინის მიერ 3 000 დოლარიანი ნიშნულის გადაკვეთისთანავე, მისი შემქმნელი, ვიტალიკ ბუტერინი მილიარდერთა სიას ოფიციალურად შეუერთდა. იგი 365 000 კრიპტომონეტას ფლობს, რაც, დღევანდელი მონაცემებით, 1.51 მილიარდი დოლარის ქონებას უტოლდება.
Share