4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
13:10:09

იანვარ-აპრილში საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვა, წინა წლის შესაბამისი პერიოდთან შედარებით, 12.8%-ით გაიზარდა

By: Admin
2021-05-13 15:45:19
204

2021 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა, წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 12.8 პროცენტითაა გაზრდილი,- ამის შესახებ ინფორმაციას „სტატისტიკის ეროვნული სამსახური“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2021 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 3 929.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 12.8%-ით მეტია.

„საქსტატის“ ინფორმაციით, აქედან ექსპორტი 1 199.0 მლნ. აშშ დოლარი იყო (19.6%-ით მეტი), ხოლო იმპორტი 2 730.0 მლნ. აშშ დოლარი (10.1%-ით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წლის იანვარ-აპრილში 1 531.0 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.0% შეადგინა.

Share