ვალუტის კურსი

ბიტკოინის ფასი 12%-ით დაეცა.
აღნიშნულის მიზეზი ამერიკელი მილიარდერის, „სფეის იქსისა“ და „ტესლას“ ხელმძღვანელის განცხადება გახდა.
ილონ მასკის განცხადებით, კომპანია „ტესლა“ ავტომობილების ბიტკოინებზე გაყიდვას აჩერებს.
ამასთან, ილონ მასკმა შეშფოთება გამოთქვა კრიპტოვალუტის მოპოვების მიზნით ბუნებრივ წიაღისეულზე გაზრდილი მოთხოვნილებით. საქმე ეხება ქვანახშირის საწვავ ენერგიად გადამუშავებას, რომელიც გარემოზე მავნე ზემოქმედებას ახდენს.
Share