ვალუტის კურსი

მოსკოვის ტაგანსკის რაიონულმა სასამართლომ Telegram-ი 5 მილიონი რუბლით დააჯარიმა.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სანქციის დაკისრების მიზეზი არასანქცირებული საპროტესტო აქციების შესახებ შეტყობინებები გახდა.
მესენჯერ აპლიკაციისთვის გამოიცა ორი ოქმი - თითოეულისთვის იგი დაჯარიმდა 2,5 მილიონი რუბლით.
Telegram-ი პირველი არ არის. რუსეთმა საპროტესტო პოსტების წაშლაზე უარის გამო დააჯარიმა სოციალური ქსელები VKontakte, TikTok და Twitter.
Share