2.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
19:07:39

ზუგდიდში შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შენახვის ფაქტები გამოავლინეს

By: Admin
2021-05-17 14:50:47
204

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთის განყოფილების თანამშრომლებმა, ზუგდიდის რაიონში განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, 1860 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შენახვის 2 ფაქტი გამოავლინეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქმეთა მასალები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.

(NS)

Share