-1.16 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-18  
09:13:54

ბუღალტერიის ეფექტურად მართვა კომპანიაში

By: Admin
2021-05-19 13:41:12
204

კომპანიის მართვისას მენეჯერებს უამრავი გამოწვევის გადალახვა და სწორი გადაწყვეტილებების მიღება ხშირად უწევთ. ერთ-ერთი ფუნდამენტური საკითხი რომელიც მუდმივად გამართული უნდა იყოს ფინანსებია, რომლის მიხედვაც სჯობს თავიდანვე დაიწყოთ, ვინაიდან გადაწყვეტილების მიღებისას ბუღალტრული ქაოსი აუცილებელად დალაგებული გქონდეთ. ორგანიზაციებში ამ საკითხზე მიდგომა განსხვავებულია, თუმცა მიზანი ყოველთვის ისაა, რომ ინფორმაცია გასაგები და სისტემატიზირებული იყოს, იმგვარად, რომ დასახული მიზნებისკენ კომპანიის სვლა გაზომვადი იყოს.

ბოლო დროს გაჩნდა ბუღალტერიის აუთსორსზე გატანის ტენდენცია, რაც საკმაოდ მომგებიანი და კომფორტულია, ვინაიდან ერთი მხრივ მაღალია სანდოობა და მეორე მხრივ პარტნიორი ბუღალტრული კომპანიის პირად ინტერესებში შედის თქვენი ორგანიზაციის წარმატება. ბუღალტერია თავისი არსით კომპლექსური სფეროა, რომელიც მოითხოვს მუდმივ მონიტორინგს, კონტროლს და შესწორებას, ვინაიდან სწორედ განაწილებული ფინანსები განსაზღვრავს კომპანიის ბედ-იღბალს. ბუღალტერიის აუთსორსზე წარმოება საუკეთესო ვარიანტია როგორც სტარტაპებისა და მცირე ბიზნესებისთვის, ასევე საშუალო და დიდი კომპანიისთვის, თუ პრიორიტეტულად ხშირად დამწყებ ორგანიზაციასა თუ სტარტაპს სჭირდება სწორი ფინანსური კონსულტაცია და დახმარება იმისთვის, რომ მალევე არ ჩაიძიროს.

აუთსორსზე გატანილი ბუღალტერია ნიშნავს იმას, რომ პროფესიონალთა მთელი გუნდი ემსახურება თქვენს ბიზნესს. მუშაობის პრინციპი მარტივია - თავდაპირველად ხდება უახლოესი ძველი და ამჟამინდელი მონაცემების შესწავლა, დამუშავება და არსებული მდგომარეობის განსაზღვრა. ამის შესახებ კომპანიის წარმომადგენელი დეტალური რეპორტის სახით აცნობებს მენეჯერს, ვისთან ერთადაც დაგეგმავს უახლოეს მიზნებს და შესაბამისი რჩევებითაც მოამარაგებს. ამასთანავე, აუცილებლად ჩაასწორებს ყველა გაპარულ ხარვეზს და შემოგთავაზებთ არსებული ფინანსური პრობლემის გადაჭრის ხერხებს.

ბუღალტრული კომპანია იზრუნებს შემდეგ საკითხებზე - საგადასახადო ვალდებულებები, ჭკვიანური გამოქვითვები, ინვოისების კონტროლი, დროული ბილინგი, მეტი ეფექტურობისთვის კი არ დაიშურებს რჩევებს არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით. ბუღალტერიის წარმოება არ ნიშნავს მხოლოდ მშრალი ციფრების თვლას, ეს მუდმივი პროცესია, რომლის სწორად კეთება სასიცოცხლოდაა მნიშვნელოვანი წარმატების მისაღწევად.

გაითვალისწინეთ, იმისათვის, რომ სასურველი შედეგები დადგეს აუცილებელია მენეჯერიც ჩართული იყოს ფინანსების ნაწილში. ამისთვის ეტაპობრივი რეპორტის სახით ბუღალრტული კომპანია მოგაწვდით არსებულ ინფორმაციას და მოგცემთ რჩევებს საჭიროების შემთხვევაში, ასევე არ დაღალატებთ ნებისმიერი კითხვის დასმისას. ეს შესაძლებლობას მოგცემთ ხშირად გაზომოთ მიღებული გადაწყვეტლება რამდენად ამართლებს და რაიმე კორექტირება ხომ არ არის შესატანი. ასევე, ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი ამ საქმიანობის კანიერად წარმოებაა და რადგანაც ნებისმიერი კომპანია უპირველესად საკუთარ იმიჯზე ზრუნავს და მთავარი გამოწვევა საქმის საუკეთესოდ შესრულებაა, აუთსორსზე წარმოებისას ეს პრობლემა მინიმუმამდეა შემცირებული, რაზეც, რა თქმა უნდა, მეტყველებს ბუღალტრული კომპანიის რეპუტაციაც.

საქმიანობის ასეთი მიდგომისას მენეჯერს რჩება უფრო მეტი თავისუფალი დრო, რომელიც შეუძლია უფრო პროდუქტიულად გადაანაწილოს და ბუღალტრული თავისტკივილიც არ შეაწუხებს. თავის მხრივ კი პარტნიორი კომპანია ორიენტირებულია შედეგზე, რომელიც თქვენი კომპანიის წარმატებას ნიშნავს, ამიტომაც დღის ნებისმიერი მონაკვეთში შეგიძლიათ კომუნიკაცია და საჭირო კითხვების დასმა, რაზე პასუხსაც ნამდვილად ამომწურავად მიიღებთ.

(R)

Share