1.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-18  
11:41:49

საუკეთესო ტელევიზორები PS5-ისთვის

By: Admin
2021-05-19 13:43:09
204

წლების განმავლობაში ტელევიზორი ოჯახებისთვის საღამოობით დასვენების და გართობის შეუცვლელი საშუალება იყო. მისი შექმნის დღიდანვე ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია ადამიანებში და დღესაც, მეტ-ნაკლებად პოპულარობასაც ინარჩუნებს. ჟამთა სვლის პარალელურად კი განვითარდა ტელევიზორთა ტექნიკური შესაძლებლობები და თუ თითქმის საუკუნის წინ შავ-თეთრი და უხმო იყო, დღეს მულტიფუნქციური და მაღალი ხარისხის ტექნოლოგიად იქცა, რომელსაც შეუძლია შეითავსოს სხვადასხვა ფუნქცია. გამოყენების კუთხით იდეალური საშუალებაა როგორც საღამოობით ნეტფლიქსის ყურებისა და გართობისთვის, ასევე ვიდეო თამაშების სათამაშოდ.

მსოფლიოში პოპულარული კონსოლის, PS5-ის სათამაშოდ უდაოდ საუკეთსო ხარისხის მონიტორია საჭირო, შესაბამისად მწარმოებლები ხშირად ითვალისწინებენ ამ ფაქტს და ცდილობენ შექმნან გეიმინგზე მაქსიმალურად მორგებული ტელევიზორები, რომელიც საუკეთესო გამოცდილებას პირდება ნებისმიერ გეიმერს. სტატიაში გაგაცნობთ 2021 წლის ტრენდებს იმ საუკეთესო ტელევიზორებზე, რომელიც იდეალურია PS5-ის სათამაშოდ.

LG C1 OLED

აღნიშნული მოდელი იდეალურია ნებისმიერი ტიპის ვიდეოთამაშის სათამაშოდ PS5-ისთვის, რომელიც ავტომატურად რთავს პიქსელებს, რაც იმას ნიშნავს, რომ თითქმის უსასრულო კონტრასტის დიაპაზონი აქვს და სრულყოფილი შავი ფერი, რომელიც ნათელი ფერების გარშემო არ ყვირის და იდეალურ გამოსახულებას იძლევა ნებისმიერ ექშენ კადრში. ამასთანავე, თითოეული პიქსელი ანაწილებს სინათლეს ყველა მიმართულებით და აქვს ფართო ხედვის კუთხე, რაც საუკეთესო გამოცდილებაა მოთამაშისთვის. ტელევიზორს აქვს 120 ჰერციანი პანელი VRR მხარდაჭერით და HDMI 2.1 შესაძლებლობით, რაც უზრუნველყოს 4K გამოსახულებას 120fsp-მდე თამაშისას. გასათვალისწინებელი ფაქტორია, რომ ასეთი ტიპის ტელევიზორები თუ მუდმივად მაღალი განათების ფონზე იმუშავებს, შეიძლება ე.წ. “screen burn” მიიღოს, თუმცა HRD-ის შემწეობით, რომელიც განათებას არეგულირებს იმდენად არასოდეს ნათდება, რომ აღნიშნული პრობლემა გამოიწვიოს.

Sony X90J

სონის ტელევიზორი ნამდვილად იდეალურია ვიდეო თამაშების ხანგრძლივი თამაშებისთვის, ვინაიდან სპეციალურად ჩაშენებული LED მოწყობილობა ეკრავს სამუდამო screen burn-ისგან იცავს, შესაბამისად მაღალ განათებაზე თამაში პრობლემას არ წარმოადგენს. იქიდან გამომდინარე, რომ PS5-იც სონის პროდუქტია, ტელევიზორს შეუძლია ნებისმიერი კონტენტის გაშვება და აქვს სწრაფი რეაგირების დრო. 120 ჰერციანი პანელი და HDMI 2.1 მხარდაჭერით ნამდვილად ნებისმიერი ისიამოვნებს, თუმცა აღნიშნულ მოდელს არ გააჩნია VRR მხარდაჭერა, რასაც მომავალ განახლებებში დიდი ალბათობით ნამდვილად ვიხილავთ. კიდევ ერთი დეტალი, არის ის, რომ ტელევიზორს აქვს ვიწრო ხედვის კუთხე, რაც მომენტებში შეიძლება არაკომფორტულიც იყოს, თუმცა HDR თამაშებისთვის ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესოა.

SAMSUNG Q80/Q80A QLED

თუ თქვენთვის პრიორიტეტი ფართო ხედვის კუთხეა, აღნიშნული მოდელი ნადვილად გასიამოვნებთ. ტელევიზორს აქვს IPS-ის მსგავსი პანელი დაბალი კონტრაქსტის თანაფარდობით და შედარებით დაბალი ადგილობრივი განათებით, რაც თამაშისას ბნელი ოთახების უფრო ჩამუქებას იწვევს. ფართო ხედვის კუთხის გამო იდეალურია cooperative ტიპის თამაშებისთვის, სადაც მეწყვილესთან ერთად შეძლებთ იდეალურად გართობას. ასევე, ასახვის კარგი დამუშავების ტექნოლოგიით ეკრანი კიდევ უფრო კაშკაშა ხდება, ასე, რომ მისი გამოყენება კაშაკაშა ოთახებში სავსებით შესაძლებელია.

(R)

Share