2.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:47:23

2021 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი იყვნენ

By: Admin
2021-05-19 15:04:09
204

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 78.2 პროცენტი შეადგინა.

მათივე ცნობით, უმსხვილეს საექსპორტო სამეულში პირველ ადგილს ჩინეთი იკავებს 198.7 მლნ. აშშ დოლარით, მეორე ადგილზეა რუსეთი - 159.6 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე აზერბაიჯანი - 152.2 მლნ. აშშ დოლარით.

ამასთან, იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.6 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედიან: თურქეთი - 490.5 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი - 316.6 მლნ. აშშ დოლარით და ჩინეთი - 227.0 მლნ. აშშ დოლარით.

საქსტატის ინფორმაციით, იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 72.2 პროცენტი შეადგინა.

ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი - 594.9 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი - 476.2 მლნ. აშშ დოლარით და ჩინეთი - 425.6 მლნ. აშშ დოლარით.

Share