
დღევანდელობაში ჩვენი თითოეული დღე სხვადასხვა საჭირებებისგან შედგება, რასაც აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება და დროულად გადავჭრათ პრობლემა. ხშირად საჭირო რაოდენობის ფინანსები შეიძლება კონკრეტულ მომენტში არ გვქონდეს, ამიტომ ვეძებთ სხვადასხვა ალტერნატივებს და ძალიან მშვენიერი იქნება, თუ წინასწარ გვეცოდინება ასეთ მომენტში რისი გაკეთების შესაძლებლობა შეიძლება გვქონდეს. კონკრეტულ მომენტში, როდესაც თანხა პირადი მოხმარებისთვის გვჭირდება, საუკეთესო შესაძლებლობა სამომხმარებლო სესხით სარგებლობაა, რომელიც თავისი მიზნობრიობით ძალიან ზოგადია, შესაბამისად კრედიტის აღებისას ხშირად არ არის სავალდებულო მისი გამოყენების მითითება. მიზნობრივი სესხისგან განსხვავებით, სადაც კრედიტორი აკონტროლებს თანხას როგორ და სად გახარჯავთ, ამ კონკრეტულის შემთხვევაში ამ პროცესისგან სრუალიად თავისუფალი ხართ. სტატიაში გაგაცნობთ როგორ ავიღოთ სამომხმარებლო სესხი და რა უნდა გავითვალისწინოთ.
სხვა ტიპის სესხებისგან განსხვავებით სამომხმარებლო სესხის აღება ყველაზე გავრცელებული ფორმაა, რომელიც შეიძლება იყოს მოკლე და საშუალო ვადიანი, როცა დაფარვის პერიოდი მინიმუმ რამდენიმე თვე და მაქსიმუმ რამდენიმე წელი შეიძლება იყოს. აღნიშნული ტიპის სესხი ხშირად უზრუნველყოფის გარეშე გაიცემა, სხვა შემთხვევაში კი შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის უზრუნველყოფა იყო გამოყენებული. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არის სესხი, რომელიც შეგიძლიათ აიღოთ ნებისმიერი მიზნით სწრაფად და მარტივად, რომლის პირობებიც მიმზიდველია ნებისმიერი ადამიანისთვის.
სამომხმარებლო სესხის განაცხადის შევსება შესაძლებელია მარტივად ონლაინ ბანკისა თუ საკრედიტო ორგანიზაციის ვებ გვერდზე ან ფილიალში ვიზით, რომლის დამტკიცებაც ძალიან მალე ხდება. სესხის პირობები მაქსიმალურადაა მორგებული თქვენზე და გადახდის გრაფიკიც საკმაოდ მოქნილია. სამომხმარებლო სესხი გაიცემა სრულწლოვან ადამიანებზე, ანუ 18 და მეტი ასაკის ადამიანებზე. სესხის საპროცენტო განაკვეთი და სხვა დეტალები შესაძლოა განსხვავდებოდეს სხვადასხვა კომპანიაში, ამიტომ მისი აღებისას განიხილეთ ყველა შესაძლო ვარიანტი, შეადარეთ ერთმანეთს და აირჩიეთ ყველაზე მიმზიდველი ალტერნატივა. ასევე გაითვალისწინეთ, სესხის მიღებისთვის საჭიროა გქონდეთ დამტკიცებული მუდმივი შემოსავალი, რათა თანხის ეტაპობრივად და დროულად დაბრუნება შეძლოთ.
სამომხმარებლო კრედიტის დამტკიცება მარტივი პროცესია, რომლის შემდეგაც განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ გადახდის გრაფიკს, რომლის მიხედვითაც სამომხმარებლო სესხის სულ ორი ტიპი არსებობს - სესხი წინასწარ გაწერილი გადახდის გრაფიკი და სესხი განახლებადი ლიმიტით. პირველი ტიპის სესხის დამტკიცებისას განაცხადის შევსებისას შეგიძლიათ აირჩიოთ ყოველთვიური გადახდის დღე კონკრეტულ პერიოდზე, რომლის დასრულების შემდეგაც არავითარი დამატებითი პროცესი გაკავშირებთ მსესხებელთან. განახლებადი ლიმიტის სესხი, ანუ რევოლვირებადი სესხი საშუალებას გაძლევთ მარტივად მიიღოთ თანხა დამტკიცებული ლიმიტის ფარგლებში, მისი დაფარვის შემდეგ კი საშუალება გექნებათ ისევ აიღოთ სესხი დამატებით განაცხადის შევსების გარეშე. როგორც წესი, ასეთი ტიპის სესხი ხასიათდება ავტომატური გადახდით, როდესაც ხელფასიდან ავტომატურად გეჭრებათ საჭირო რაოდენობის თანხა ეტაპობრივად. ასეთი სესხის მაგალითს წარმოადგენს ოვერდრაფტი, რომლის უპირატესობა სწორედ ისაა, რომ ერთხელ აღებული თანხის შემდეგ დამატებით ბიუროკრატიული პროცესები არ გიწევთ და თანხის მიღება საჭირო დროს კიდევ უფრო მარტივად შეგიძლიათ.
(R)
Share