2.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
19:05:17

თბილისის გეზში მებაჟე ოფიცრებმა კონტრაფაქციული საქონელი გამოავლინეს

By: Admin
2021-05-25 11:39:03
204

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მებაჟე ოფიცრებმა გაფორმების ეკონომიკურ ზონაში „თბილისი“, საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურების განხორციელებისას,  სხვისი სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული, კონტრაფაქციული,  8 459 ლარის ღირებულების საქონელი გამოავლინეს.

„ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ", საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქონელი შეჩერებას დაექვემდებარა და მფლობელის წერილობითი თანხმობის საფუძველზე განადგურებას დაექვემდებარა.

(NS)

Share