ვალუტის კურსი

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 35 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
მათივე ცნობით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა.
„მოთხოვნამ შეადგინა 87 750 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.390 პროცენტით, მაქსიმალური 9.400 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.393 პროცენტით განისაზღვრა.
კუპონური საპროცენტო განაკვეთი 8.125 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში“, - აღნიშნულია სებ-ის განცხადებაში.
Share