5.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
14:52:23

საქსტატის მონაცემებით, საქართველოში 790 000-ზე მეტი ადამიანი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს

By: Admin
2021-05-29 14:01:49
204

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მოსახლეობის 21.3% იმყოფება, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანაში 790 000-ზე მეტი ადამიანი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

საქსტატის მონაცემების თანახმად, სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი 2020 წელს 2019 წელთან შედარებით 1.8%-ით გაიზარდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ამავე მონაცემების მიხედვით, სიღარიბის მაჩვენებელი ჭარბობს სოფლებში, სადაც დასახლებული ადამიანების 27.5% აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა, ქალაქში კი, იგივე მაჩვენებელი 17.1%-ს შეადგენს.

Share