-1.16 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-18  
09:13:06

ქუმსიშვილი: გაუმჯობესებული საკრედიტო რეიტინგი ხელს შეუწყობს ქვეყანაში საერთაშორისო კაპიტალის მოზიდვას

By: Admin
2017-09-12 13:12:23
204

„საქართველოს გაუმჯობესებული საკრედიტო რეიტინგი Ba2 პოზიტიური სიგნალია უცხოელი პარტნიორებისთვის და ხელს შეუწყობს ქვეყანაში უცხოური ინვესტიციებისა და საერთაშორისო კაპიტალის მოზიდვას," - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ფინანსთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

2017 წლის 11 სექტემბერს, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody's-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი Ba3-დან Ba2-მდე გააუმჯობესა, ხოლო  მდგომარეობა კვლავ სტაბილურით შეაფასა. აღსანიშნავია, რომ სარეიტინგო კომპანიამ ქვეყნის სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ბოლოს (Ba3) 2010 წლის ოქტომბერში გააუმჯობესა. 

Share