1.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
21:29:06

ახალციხის მუნიციპალიტეტში სარწყავი სისტემა წესრიგდება

By: Admin
2021-06-01 12:04:56
204

შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამელიორაციო-ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ქვეყნის მასშტაბით აქტიურად განაგრძობს.

ამჯერად სარემონტო-საექსპლუატაციო ღონისძიებები სამცხე-ჯავახეთში, ახალციხის მუნიციპალიტეტში   მიმდინარეობს.

სოფელ ვალეს, პამაჯის,  გურკელისა და წრიოხის ტერიტორიაზე ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან ჯამში 3 კილომეტრი სიგრძის  მაგისტრალური არხები იწმინდება.

სამუშაოების შედეგად, არხში წყლის გამტარუნარიანობა გაიზრდება, რაც მუნიციპალიტეტში დამატებით 50 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო  მიწის ფართობის მორწყვას უზრუნველყოფს.

ქსელის მოწესრიგების სამუშაოებს საქართველოს მელიორაცია საკუთარი ძალებით ახორციელებს.

(NS)

Share