4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
13:04:56

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 2021 წლის აპრილში წლიურად 17.4%-ით გაიზარდა

By: Admin
2021-06-01 19:40:12
204

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 2021 წლის აპრილში წლიურად 17.4%-ით გაიზარდა და 40.1 მილიარდი ლარი შეადგინა.

აღნიშნულის შესახებ კვლევას გალტ & თაგარტი ავრცელებს.

მათივე ანგარიშის თანახმად, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხების პორტფელის წლიური ზრდა დაჩქარდა და 9.8% შეადგინა. სექტორების მიხედვით, აპრილში დაჩქარდა როგორც კორპორაციული დაკრედიტების, ისე საცალო სესხების წლიური ზრდის ტემპი და შესაბამისად, 8.0% და 11.6% შეადგინა(კურსის ეფექტის გამორიცხვით).

გაიზარდა საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობაც – წლიური 22.1%-ით. ჯამურმა დეპოზიტებმა აპრილში 35.6 მილიარდი ლარი შეადგინა. 

Share