11.84 °C თბილისი, საქართველო | 2026-04-19  
01:40:20

ბიძინა ივანიშვილი Bloomberg-ის მილიარდერების სიაში აღარ არის

By: Admin
2021-06-02 14:58:32
204

პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი Bloomberg-ის მილიარდერების სიაში აღარ არის.

როგორც Bloomberg-ის გუშინდელ მონაცემებშია აღნიშნული, ივანიშვილი $5.92 მილიარდით 492 ადგილზე იყო, თუმცა დღევანდელი მონაცემებით, ის სიაში აღარ იძებნება.

ამჟამინდელი მდგომარეობით, ბოლო ადგილს 5.93 მილიარდი დოლარით პატ სტრაიკერი იკავებს

შეგახსენებთ, რომ 12 მარტს ბიძინა ივანიშვილის ქონება Forbes-მა $3.3 მილიარდამდე შეამცირა.

Share