4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
13:03:48

მიმდინარე წლის მაისში ყველაზე მეტად, 42.75%-ით ისევ ზეთი გაძვირდა

By: Admin
2021-06-03 14:11:12
204

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მაისში წლიურმა ინფლაციამ 7.7 პროცენტი შეადგინა.

როგორც საქსტატის ანგარიშიდან ირკვევა, მაისში წლიურ ჭრილში სასურსათო პროდუქტებიდან ყველაზე მეტად – 42.7 პროცენტით, ზეთისა და ცხიმის ფასი გაიზარდა. 13.7 პროცენტით გაძვირდა ტკბილეული. ყავაზე, ჩაისა და კაკაოზე ფასებმა 7.6 პროცენტით მოიმატა, ხოლო ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე – 6.0 პროცენტით. პურისა და პურ-პროდუქტების ფასი კი წლიურ ჭრილში 5.8 პროცენტით არის გაზრდილი.

ამასთან, 23.3 პროცენტით ფასები შემცირებულია ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე, ასევე 20.9 პროცენტით გაიაფდა ხილი და ყურძენი.

შეგახსენებთ, რომ აპრილში წლიური ინფლაცია 7.2 პროცენტი იყო, მაისში კი 7.7 პროცენტამდე გაიზარდა.

Share