ვალუტის კურსი

თბილისი-ოზურგეთი-თბილისის რეისზე 9 ივნისიდან დროებითი შეზღუდვა იმოქმედებს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია საქართველოს რკინიგზის პრესამსახურმა გაავრცელა.
„მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში ჩასატარებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, 9 ივნისიდან და შემდეგ ყოველ ოთხშაბათს მსვლელობიდან იხსნება თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მატარებელი.
კერძოდ, ოთხშაბათობით, ოზურგეთის მიმართულებით მატარებელი დროებით არ იმოძრავებს. შეზღუდვა იმოქმედებს მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში კონკრეტულ მონაკვეთზე სამუშაოების დასრულებამდე. „საქართველოს რკინიგზა“ მგზავრებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
(R)
Share