ვალუტის კურსი

15 ივნისიდან სომხეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლა აღდგება.
აღნიშნულის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.
„მინდა ვთქვა, რომ აღდგა სარკინიგზო-სამგზავრო მიმოსვლა სომხეთ-საქართველოს შრის, 16 ივნისს პირველი მატარებელი ერევანი-ბათუმი, თბილისის გავლით, დაიძრება, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი მოკავშირე მეზობელი სახელმწიფოდან ტურისტები ტრადიციულად ჩამოვლენ, ესტუმრებიან საქართველოს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
Share