5.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
14:33:58

ბათუმის გეზში არადეკლარირებული საქონელი გამოვლინდა

By: Admin
2021-06-15 17:09:16
204

გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ,,ბათუმი", ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, აზერბაიჯანის მოქალაქის კუთვნილ ავტომობილში განთავსებული ტრანზიტული ტვირთის, რისკის პროფილის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, სხვადასხვა დასახელების არადეკლარირებული 5 930 კილოგრამი საკონდიტრო ნაწარმი გამოავლინეს.

საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 37 660 ლარი შეადგინა.

საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

(NS)

Share