5.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
14:37:29

შემოსავლების სამსახური - სარკინიგზო-სამგზავრო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ შეუფერხებლად სრულდება საბაჟო ფორმალობები

By: Admin
2021-06-16 15:15:17
204

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 15 ივნისიდან სარკინიგზო-სამგზავრო მიმოსვლა აღდგა.

როგორც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ, პირველმა მატარებელმა, ერევანი-თბილისი-ბათუმი საქართველოს ტერიტორიაზე 80 მგზავრი შემოიყვანა.

„სამგზავრო მატარებელს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზურაბ სიჭინავა დახვდა და საბაჟო ფორმალობების მიმდინარეობის პროცესს ადგილზე დაესწრო.

ვიზიტორთა დროული და კომფორტული მგზავრობის მიზნით, მატარებლის შეუფერხებლად გადაადგილებისთვის, მებაჟე ოფიცრების მიერ, მგზავრებისა და მათი ბარგის მიმართ, როგორც საქონლის შემოტანასთან/გატანასთან, ასევე დეკლარირებასთან დაკავშირებული საბაჟო კონტროლის პროცედურები მოძრაობის დაყოვნების გარეშე - ს.გ.პ. "სადახლო სარკინიგზოდან“ თბილისის რკინიგზის სადგურამდე განხორციელდება.

საბაჟო ზედამხედველობებისა და კონტროლის პროცედურების შეუფერხებელი განხორციელება მგზავრთა დროის მაქსიმალურად დაზოგვასა და მომსახურების ეფექტიანობის ამაღლებას ემსახურება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

(NS)

Share