2.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:45:07

BAG ინდექსი - ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა თითქმის ყველა ბიზნესს უშლის ხელს საქმიანობაში

By: Admin
2021-06-17 14:07:46
204

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის BAG ინდექსის 2021 წლის მეორე კვარტლის კვლევის თანახმად, გამოკითხული ბიზნესის 77% საქმიანობისათვის ხელის შემშლელი ფაქტორების არსებობაზე საუბრობს.

როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნული მაჩვენებელი გასული ერთი წლის განმავლობაში სტაბილურია და 70%-80%-ის ფარგლებში მერყეობს.

„2021 წლის მეორე კვარტალში, ბიზნესსაქმიანობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხელის შემშლელი ხუთი ფაქტორია: ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი არასტაბილურობა, სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები, პროდუქციასა თუ მომსახურებაზე მოთხოვნის სიმცირე, სპეციალისტების ნაკლებობა და შეზღუდული ფინანსური რესურსები.

პრობლემათა შორის, მიმდინარე კვარტალში, პირველ ადგილს უცვლელად ისევ ეროვნული ვალუტის კურსის არასტაბილურობა იკავებს - აღნიშნულ ფაქტორს ხელის შემშლელად გამოკითხულთა 76% ასახელებს. მეორე ადგილს კი სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები იკავებს, რომელთაგანაც ყველაზე მთავარი სწორედ COVID-19-ით გამოწვეული შეზღუდვებია.

მიმდინარე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ხელის შემშლელ ფაქტორებს შორის, ყველაზე მეტად მოთხოვნის სიმცირის პრობლემა შემსუბუქდა, ხოლო ყველაზე მეტად სპეციალისტების ნაკლებობის საკითხი გამძაფრდა“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.

Share