2.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
19:06:33

რესტორნები, კაფე-ბარები და კლუბები 24:00 საათამდე იმუშავებენ

By: Admin
2021-06-22 14:18:13
204

მთავრობის გადაწყვეტილებით, 1-ელი ივლისიდან ე.წ. კომენდატის საათის გაუქმების  მიუხედავად რესტორნები 24:00 საათამდე იმუშავებენ.

როგორც უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ აღნიშნა, მსგავსი შეზღუდვა ვრცელდება სასტუმროს რესტორნებზეც და გასართობ დაწესებულებებზე.

„გადაადგილების შეზღუდვა მოიხსნება პირველი ივლისიდან, უბრალოდ ერთი შეზღუდვა რაც რჩება, ეს არის შეზღუდვები რესტორნების მიმართ, რომლებიც იმუშავებენ მხოლოდ 00:00 საათამდე, 00:00 საათიდან რესტორნები არ იმუშავებს, იგივე ეხება სხვა გასართობ დაწესებულებებს, რომლებიც დაკავშირებულია საზოგადოებრივ კვებასთან. იგივე ეხება სასტუმროების რესტორნებსაც“, - აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.

Share