ვალუტის კურსი

ჯერჯერობით არ გავამხელ, მაგრამ ძალიან კარგი მოლოდინები გვაქვს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მაისის ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ქვეყნის ეკონომიკა აპრილის მსგავსად მაისშიც გაიზრდება.
„სულ ცოტა ხანში გახდება ცნობილი მაისის თვის ეკონომიკური ზრდის სტატისტიკა, ჯერჯერობით, მე არ გავამხელ, მაგრამ ისევე როგორც აპრილში იყო ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა, ასევე ძალიან კარგი, დადებითი მოლოდინი გვაქვს მაისთან დაკავშირებით“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
ცნობისთვის, 2021 წლის აპრილში საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 44.8% შეადგინა.
Share