1.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
21:08:01

საკონტეინერო გადაზიდვები 450%-ით გაძვირდა

By: Admin
2021-06-23 17:10:56
204

საკონტეინერო გადაზიდვების ფასი რეკორდულად იზრდება. კერძოდ, ჩინეთიდან საქართველოსკენ საკონტეინერო გადაზიდვები 300%-დან 450%-მდე გაძვირდა. ზრდის ტენდენცია გასული წლიდან დაიწყო, მიზეზი კი ჩინეთის მხრიდან გაზრდილი ექსპორტი და შედეგად შექმნილი კონტეინერების დეფიციტია.

„დაახლოებით რვა თვის წინ, საყოფაცხოვრებო ტექნიკის ჩამოტანა ჩინეთიდან 2800 დოლარი გვიჯდებოდა, ახლა ფასი 12 000 დოლარამდე გაიზარდა. ფასების შემცირებას ივლისიდან ველოდით, თუმცა კლების დინამიკა ჯერჯერობით არ ფიქსირდება და გვიწევს ადგილობრივ ბაზარზე საყოფაცხოვრებო ტექნიკის ფასი 20%-ამდე გავზარდოთ“,- განაცხადა "ბეკოს" გენერალურმა დირექტორმა, მეჰმეთ მელექმა "ბიზნეს ფორმულასთან" საუბრისას.

ფასების ზრდა  სახმელეთო გადაზიდვებსაც შეეხო. კომპანია „დიოში“ აღნიშნავენ, რომ ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან სატვირთო გადაზიდვები 20%-30%-ის ფარგლებში გაძვირდა. საერთაშორისო ბაზარზე მზარდია ნედლეულის ფასიც, რაც საბოლოო ჯამში კომპანიას ხარჯებს უზრდის. "დიოში" შემდეგი თვეებიდან, სხვადასხვა პროდუქციაზე ფასების 10%-იან ზრდას ელიან. 

Share