5.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
14:50:46

მაისთან შედარებით, ივნისში საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 208 მილიონი ლარით შემცირდა

By: Admin
2021-06-26 15:27:10
204

საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2021 წლის პირველი ივნისისთვის 35.41 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 208.42 მლნ ლარით, ანუ 0.59%-ით ნაკლებია პირველი მაისისათვის არსებულ მაჩვენებელზე. მაისში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების შემცირებას 48.25 მლნ ლარით, ანუ 0.29%-ით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 160.16 მლნ ლარით, ანუ 0.85%-ით შემცირდა.

ცენტრალური ბანკის ცნობით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი ივნისისათვის 39.29 პროცენტი შეადგინა. პირველი მაისის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 2.00 პროცენტული პუნქტით.

ამასთან, სებ-ის მონაცემებით, მაისში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.02% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 9.64%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 1.47%.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 83.95%, ხოლო ევროს წილმა 14.58% შეადგინა.

Share