4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
13:09:00

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურდა

By: Admin
2021-06-30 17:21:55
204

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 3.1659 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ფასი 3.1603 ლარია. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0056 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, 1 ევროს ფასი ხვალ 3.7639 ლარი იქნება, ხოლო დღეს, მისი შეძენა 3.7608 ლარად არის შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0031 ლარი შეადგინა.

Share