1.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-18  
11:32:47

მიმდინარე წლის მაისში უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა 188.1%-ით გაიზარდა

By: Admin
2021-07-01 15:45:41
204

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2021 წლის მაისში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 188.1 პროცენტით გაიზარდა.

მათივე ცნობით, ტურისტების რაოდენობამ მთლიანი ვიზიტორების 92.1 პროცენტი შეადგინა და წლიურად 264.1 პროცენტით მოიმატა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, საანგარიშო თვეში ერთდღიანი ვიზიტების რაოდენობა შემცირდა.

„2021 წლის მაისში, გლობალურად, მათ შორის საქართველოში, საერთაშორისო მოგზაურობასთან დაკავშირებული გარკვეული შეზღუდვები კვლავ მოქმედებდა. თუმცა, ვაქცინაციის დაწყებამ და საერთაშორისო მიმოსვლის შედარებითმა გამოცოცხლებამ უცხოელი ვიზიტორების რაოდენობის ზრდა განაპირობა – მაისში წლიურად 188.1 პროცენტით. გასათვალისწინებელია, რომ 2020 წლის აპრილში უცხოელ ვიზიტორთა შემოსვლა პრაქტიკულად შეჩერებული იყო და, შესაბამისად, უცხოელ ვიზიტორთა ასეთი მაღალი ზრდა საბაზო ეფექტს უკავშირდება. რეგიონის ქვეყნებიდან ყველაზე დიდი წვლილები ვიზიტორების ზრდაში უკრაინიდან, რუსეთიდან და თურქეთიდან შემოსულმა ვიზიტორებმა შეიტანეს. ევროკავშირის ქვეყნებიდან ვიზიტორთა რაოდენობა 9.9-ჯერ გაიზარდა, რამაც მთლიან ზრდაში 13.5 პროცენტიანი წვლილი შეადგინა. დანარჩენი ქვეყნებიდან აღსანიშნავია ისრაელიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა . საქართველოში ისრაელიდან 249-ჯერ მეტი ვიზიტორი შემოვიდა“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის ანგარიშში.

Share