1.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-18  
11:44:10

2021 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ 0.7%, ხოლო წლიურმა ინფლაციამ 9.9% შეადგინა

By: Admin
2021-07-02 14:18:59
204

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 9.9 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის ცნობით, საბაზო ინფლაციის მაჩვენებელმა 2021 წლის ივნისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.9 პროცენტი შეადგინა, თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის2 მაჩვენებელი კი 5.8 პროცენტით განისაზღვრა.

Share