1.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
20:52:46

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა

By: Admin
2021-07-07 18:11:12
204

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 3.1370 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ფასი 3.1478 ლარია. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0108 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, 1 ევროს ფასი ხვალ 3.7079 ლარი იქნება, ხოლო დღეს, მისი შეძენა 3.7289 ლარად არის შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0210 ლარი შეადგინა.

Share