ვალუტის კურსი

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის ივლისის მდგომარეობით 2019 წლის ივლისთან შედარებით ავიარეისების 74%-ი (375-395 სიხშირე კვირაში), ხოლო საჰაერო მიმართულებების 72% აღდგა.
უწყების ცნობითვე, ივლისის მდგომარეობით საქართველოს საავიაციო ბაზარზე უკვე ოპერირებს 38 ავიაკომპანია - 27 ქვეყნის 72 მიმართულებით.
"ყველაზე მზარდი მაჩვენებლებით გამოირჩევა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც უკვე 21%-ით მეტ რეისს ემსახურება (110-115 სიხშირე კვირაში), ვიდრე 2019 წლის ივლისში",- აცხადებენ სააგენტოში.
Share