5.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
14:52:13

იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 21.3%-ით გაიზარდა

By: Admin
2021-07-13 17:19:18
204

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 6 212.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 21.3 პროცენტით მეტია.

საქსტატის ცნობით, აქედან, ექსპორტი 1 887.5 მლნ. აშშ დოლარი იყო (25.5 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 4 324.6 მლნ. აშშ დოლარი (19.5 პროცენტით მეტი).

მათივე ინფორმაციით, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წლის იანვარ-ივნისში 2 437.2 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.2 პროცენტი შეადგინა.

Share