4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
16:38:15

„ლიბერთი ბანკის“ მხარდაჭერით, „კუმ დეო - მედიკოსები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის", მორიგი საქველმოქმედო აქცია გამართა

By: Admin
2021-07-26 16:08:39
204

ლიბერთი ბანკის  მხარდაჭერით, "კუმ დეო - მედიკოსები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის" მორიგი საქველმოქმედო აქცია ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში  გამართა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ლიბერთი ბანკის“ პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც განცხადებაში ნათქვამია, ერთობლივი კამპანიის  ფარგლებში, უფასო სამედიცინო სერვისი უფროსი ასაკის 70-ზე მეტმა მოქალაქემ მიიღო.

„საქველმოქმედო აქციაში, ტრადიციულად, რამდენიმე დარგის ექიმი და ახალგაზრდა მოხალისეები მონაწილეობდნენ.

 „ლიბერთის" მხარდაჭერით, საქველმოქმედო აქცია „კუმ დეომ" უკვე მეორედ გამართა.

სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამა ლიბერთი #გულით  ფარგლებში რეგიონების მოსახლეობისთვის სამედიცინო დახმარება   მომავალშიც  გაგრძელდება.

ლიბერთი ბანკსა და „კუმ დეოს შორის" გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი  ბანკის მხრიდან მაღალმთიან რეგიონებში საქველმოქმედო აქციების მხარდაჭერას ითვალისწინებს“, - ვკითხულობთ ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

(R)

Share