3.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:29:00

სემეკმა სს "ენერგო-პრო ჯორჯია“ 20 000 ლარით დააჯარიმა

By: Admin
2021-07-29 16:33:32
204

სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ­მა ეროვ­ნულ­მა კო­მი­სი­ამ (სე­მეკ) სს „ენერ­გო-პრო ჯორ­ჯია“ სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის სა­სარ­გებ­ლოდ, 20 000 ლა­რით და­ა­ჯა­რი­მა. და­ჯა­რი­მე­ბის სა­ფუძ­ვე­ლია კომ­პა­ნი­ის მიერ სე­მე­კის ელექტრო­ნულ ჟურ­ნალ­ში არას­რუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის შეყ­ვა­ნა, რაც წარ­მო­ად­გენს „ლი­ცენ­ზი­რე­ბის წე­სი­სა და ენერ­გე­ტი­კუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის თა­ო­ბა­ზე შე­ტყო­ბი­ნე­ბის წე­სი­სა“ და „მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რის­ხის წე­სე­ბის“ დარ­ღვე­ვას.

მიმ­დი­ნა­რე წლის მარ­ტში მო­ქა­ლა­ქემ მო­მარ­თა სე­მეკს გან­ცხა­დე­ბით, რო­მელ­შიც მი­უ­თი­თა რომ თე­ლა­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კო­ბა­ძე­ში ხში­რი იყო ელექტრო­ე­ნერ­გი­ის წყვე­ტე­ბი სს „ენერ­გო-პრო ჯორ­ჯი­ას“ მხრი­დან. მომ­ხმა­რე­ბელ­მა კო­მი­სი­ა­ში წარ­მო­ად­გი­ნა 2019 წლის აგ­ვის­ტო­დან 2021 წლის მარ­ტამ­დე სს „ენერ­გო-პრო ჯორ­ჯი­ას­გან“ მი­ღე­ბუ­ლი მოკ­ლე ტექ­სტუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბის თა­რი­ღი ავა­რი­ულ გა­თიშ­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. მომ­ხმა­რებ­ლის გან­მარ­ტე­ბით, ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­თიშ­ვე­ბი გა­ცი­ლე­ბით ხში­რი ხა­სი­ა­თის იყო, ვიდ­რე ამას ასა­ხავ­და კომ­პა­ნი­ის­გან მი­ღე­ბუ­ლი მოკ­ლე ტექ­სტუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი. აღ­ნიშ­ნუ­ლი და­დას­ტურ­და სე­მე­კის მოკ­ვლე­ვის შე­დე­გა­დაც. ამას­თა­ნა­ვე, გა­მოვ­ლინ­და, რომ სე­მე­კის ელექტრო­ნულ ჟურ­ნალ­ში კომ­პა­ნი­ის მიერ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი წყვე­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა იყო არა­ზუს­ტი და კომ­პა­ნი­ას ელექტრო­ნულ ჟურ­ნალ­ში წყვე­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გარ­კვე­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცია არ ჰქონ­და შეყ­ვა­ნი­ლი.

კომ­პა­ნი­ას გა­ნე­მარ­ტა, რომ მსგავ­სი ტი­პის დარ­ღვე­ვის გან­მე­ო­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სე­მე­კი იმ­სჯე­ლებს გა­ორ­მა­გე­ბუ­ლი ჯა­რი­მის და­კის­რე­ბის თა­ო­ბა­ზე.

Share