ვალუტის კურსი

ივლისში საარსებო შემწეობა 622 ათასმა ადამიანმა მიიღო, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. 2021 წლის ივლისში, გასული წლის იმავე თვესთან შედარებით, შემწეობის მიმღებ ადამიანთა რაოდენობა 134 ათასით, ხოლო მიმდინარე წლის ივნისთან შედარებით 66,6 ათასით გაიზარდა.
საარსებო შემწეობის მიმღებთა ამგვარი ზრდა შესაძლებელია, პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებასაც უკავშირდებოდეს, რომლის მიხედვითაც, ბავშვიანი ოჯახებისთვის დახმარების მიღების სარეიტინგო ქულა 100 000-დან 120 000-მდე გაიზარდა.
Share