-1.16 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-18  
09:13:38

საქართველოდან განხორციელებული ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის ღირებულება 23.4 მლნ აშშ დოლარს შეადგენს

By: Admin
2021-08-09 13:09:23
204

მიმდინარე წლის 1 მაისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, საქართველოდან 25.9 ათასი ტონა ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი განხორციელდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის მოცულობა 7.6 ათასი ტონით (41%), ხოლო ღირებულება - 7.9 მლნ აშშ დოლარით (51%) გაიზარდა.

ექსპორტი განხორციელდა რუსეთში (16,915), სომხეთში (7,688 ტონა), აზერბაიჯანში (269 ტონა), უკრაინაში (671 ტონა), ბელარუსში (119 ტონა), ყაზახეთში (95 ტონა), მოლდოვასა (116 ტონა) და სლოვენიაში (59 ტონა).

Share