18.84 °C თბილისი, საქართველო | 2026-02-16  
16:37:52

ავთანდილ თალაკვაძე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

By: Admin
2021-08-19 12:34:50
204

„ქართული ოცნების" ოზურგეთის მერობის კანდიდატი, ავთანდილ თალაკვაძე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე მერობის კანდიდატმა დამსწრე საზოგადოებას საარჩევნო პროგრამა და სამომავლო გეგმები გააცნო.

„ კამპანიის ფარგლებში ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შევხვდი. გავაცანი სამომავლო გეგმები და პრიორიტეტები. ახალი სამუშაო ადგილები, საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობა, დასაქმების პოლიტიკა, ანგარიშვალდებულება მუნიციპალური ბიუჯეტის ხარჯვის დროს - ეს ის საკითხებია, რაზეც ორი საათის განმავლობაში ვისაუბრეთ" - განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.

Share