5.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
14:56:36

აგვისტოში საქართველოში უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა 510.5 პროცენტით გაიზარდა

By: Admin
2021-09-07 13:34:30
204

2021 წლის აგვისტოში საქართველოში 266 544 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 510.5 პროცენტით მეტია, - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ანგარიშშია ნათქვამი.

ანგარიშის მიხედვით, სახმელეთო გზით საერთაშორისო ვიზიტორების მიერ საქართველოში 107 156 ვიზიტი განხორციელდა, საჰაერო გზით - 156 101, საზღვაო გზით - 596 და სარკინიგზო გზით -2 691.

კონკრეტული ქვეყნების მონაცემები კი ასეთი: რუსეთი - 39 909 ვიზიტორი, თურქეთი - 34 847 ვიზიტორი, უკრაინა - 29 372 ვიზიტორი, საქართველო (არარეზიდენტი) - 23 117 ვიზიტორი, სომხეთი - 22 733 ვიზიტორი, საუდის არაბეთი - 16 436 ვიზიტორი, ბელარუსი - 13 494 ვიზიტორი; ყაზახეთი - 12 221 ვიზიტორი.აზერბაიჯანი - 11 181 ვიზიტორი, პოლონეთი - 6 954 ვიზიტორი, გერმანია - 4 567 ვიზიტორი, უზბეკეთი - 4 455 ვიზიტორი, აშშ - 3 777 ვიზიტორი, ინდოეთი - 3 085 ვიზიტორი, ქუვეითი - 2 766 ვიზიტორი.

Share