1.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-18  
11:35:22

ქუმსიშვილი: შევთანხმდით, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების რატიფიცირება

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

“ჩვენ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ხელი მოვაწერეთ. ამჟამად მიმდინარეობს საბოლოო სახელმწიფოებრივი პროცედურების განხორციელება. უნდა მოხდეს რატიფიცირება. დღეს ჩვენ შევთანხმდით, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს აღნიშნული შეთანხმების რატიფიცირება“, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნულ-პოლიტიკური საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მა ფეიჰუასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებების განვითარებაზე. მათ შორის, დიმიტრი ქუმსიშვილმა დაასახელა ტურიზმი, რომლის განვითარების მიმართულებითაც მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი. აგრეთვე ინდუსტრიული მიმართულება.

დიმიტრი ქუმსიშვილმა დადებითად შეაფასა რამდენიმე დღის წინ ჩინეთში ხელმოწერილი შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს ფოთში ერთობლივი თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განვითარებას.

 

(NS)

Share