4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
13:09:00

ლარი გაუფასურებას განაგრძობს

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.4738 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 2.4727 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0011 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ, 2.9661ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ღირებულება 2.9561 ლარია. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0100 ლარი შეადგინა.

 

 

Share