4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
16:37:48

2021 წლის აგვისტოში ელექტროენერგიის მოხმარება 40.1 პროცენტით გაიზარდა

By: Admin
2021-09-22 10:52:06
204

საქართველოში, მიმდინარე წლის აგვისტოში, ელექტროენერგიის მოხმარება 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედრებით 40.1%-ით გაიზარდა და 1 მლრდ 351.4 მლნ კვტ.სთ შეადგინა.

აქედან აგვისტოში, თბილისში, 250.6 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის მოხმარება დაფიქსირდა, რეგიონებში - 391.8 მლნ კვტ.სთ, ოკუპირებულ აფხაზეთში კი - 187.4 მლნ კვტ.სთ.

რაც შეეხება ელექტროენერგიის გენერაციას, გასულ თვეს საქართველოში ჰიდროსადგურებმა 1 მლრდ 23.9 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს, თბოსადგურებმა - 173.2 მლნ კვტ.სთ, ქართლის ქარის ელექტროსადგურმა კი - 5.5 მლნ კვტ.სთ.

Share