2.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:56:32

გიორგი აბრამიშვილი ENKA-ს მიერ კონტრაქტის გაწყვეტაზე - პასუხისმგებლობა რადიკალურ ჯგუფებს ეკისრება

By: Admin
2021-09-22 21:50:25
204

ENKA Renewables-ი საქართველოს სახელმწიფოსთან არსებულ ხელშეკრულებას წყვეტს, რის შედეგადაც 800 მლნ. დოლარის ღირებულების პროექტი აღარ განხორციელდება. საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების აღმასრულებელი დირექტორი გიორგი აბრამიშვილი პასუხისმგებლობას რადიკალურ ჯგუფებს აკისრებს,რომლებიც ჰესის მშენებლობას აპროტესტებდნენ.

მისი თქმით, ამ საქმის ლოგიკური გაგრძელება არბიტრაჟის სასამართლოა.

"ჯერ-ჯერობით იმედს ვიტოვებ რომ, საბოლოოდ არ არის შეწყვეტილი პროექტი და ეს არის მხოლოდ შეწყვეტის სურვილი. პასუხისმგებლობა კი ეკისრება მას, ვინც აპროტესტებდა და ვისაც უნდოდა არ აშენებულიყო ეს ჰესი და ქვეყანა არ გამხდარიყო ენერგოდამოუკიდებელი და დარჩენილიყო დამოკიდებული რუსეთზე. გარდა ამისა ქვეყანა დაკარგავს 800 მლნ. დოლარის ინვესტიციას პანდემიის პირობებში. ამ საქმის ლოგიკური გაგრძელება არის არბიტრაჟის სასამართლო, ამ შემთხვევაში საქართველოს ასობით მილიონი დოლარი დაეკისრება ჯარიმა და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის პროექტი, რომელზეც საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა ტენდერი და 26 საინვესტიციო კომპანიიდან ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტს გაამარჯვებინა, საქმე მივიდა იქამდე რომ კომპანია ვერ აგრძელებს მუშაობას იმიტომ რომ, რამდენიმე "მოქალაქემ" გადაწყვიტა რომ ეს პროექტი არ განხორციელდეს". -განაცხადა აბრამიშვილმა.

"ეკონომისტ ექსპრესთან" საუბრისას გიორგი აბრამიშვილი, აღნიშნავს, რომ პროექტის განხორციელება რთულად წარმოსადგენია და იმ შემთხვევაშიც კი თუ ქვეყანა ინვესტორს მოიძიებს საქართველოს სახელმწიფო დიდი ოდენობით ზარალს ნახავს.

"თუ კომუნიკაცია არ მოხერხდება ინვესტორთან, რთულად წარმომიდგენია მსოფლიოში მოიძებნოს ინვესტორი, რომელიც ამხელა ინვესტიციას განახორციელებს ამ პროექტში. და თუ ინვესტორს ვიპოვით ბევრად მეტ გარანტიებს მოითხოვს და ბერად ძვირი დაუჯდება საქართველოს სახელმწიფოს". - აღნიშნა გიორგი აბრამიშვილმა.

Share