4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
16:39:23

2021 წლის მეორე კვარტალში საქართველოში კომპიუტერების მომხმარებელთა 0,38% -ს თავს ფარული კრიპტომინერები დაესხნენ

By: Admin
2021-09-23 10:31:59
204

2021 წლის მეორე კვარტალში საქართველოში მომხმარებელთა კომპიუტერების 0,38% -ს თავს დაესხნენ ფარული კრიპტომინერები.

თავდასხმები  განიცადეს სომხეთში მომხმარებლების 0,73% –მა, ხოლო  აზერბაიჯანში – 1,21%-მა. 

სტატისტიკის მიხედვით აზერბაიჯანმა მსოფლიოში მე -9 ადგილი  დაიკავა, იმ ქვეყანებს შორის, რომელთა მომხმარებლებს ყველაზე მეტად ესხმოდნენ თავს კრიპტომაინერები.

საქართველოში 2020 წლის აპრილ-ივნისში  ფარული კრიპტომინერები თავს დაესხნენ კომპიუტერების  მომხმარებელთა 1,23%-ს,  მაშინ როდესაც ეს მაჩვენებელი სომხეთში იყო 1,35%, აზერბაიჯანში   – 1,26%-ი.  „კასპერსკის ლაბორატორიის" მონაცემებით, ამა წლის აპრილ-მაისში  ფარული კრიპტომინერები ყველაზე მეტად თავს დაესხნენ მომხმარებლებს ავღანეთში (3,99%), ეთიოპიაში (2,66%) და რუანდაში (2,19%).

2021 წლის მეორე კვარტალში  კომპანიის გადაწყვეტილებებმა აღმოაჩინეს  კრიპტომაინერთა  31443 ახალი მოდიფიკაცია, მაშინ როცა  2020 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი შეადგენდა  3672 -ს.

კიბერდამნაშავეები, რომლებიც ფულს იღებენ ფარული კრიპტომინერებით, სულ უფრო მეტად მიმართავენ განვითარებად ბაზრებს. სახლისა და კომპანიის პირობებში მომუშავე  კრიპტომაინერები მოქმედებენ შეუმჩნევლად. მათგან თავის დასაცავად  ექსპერტები ურჩევენ მომხმარებლებს არ გახსნან წერილები  და შეტყობინენები, თუ წყაროს  ნამდვლობაში ეჭვი ეპარებათ.   რეგულარულად შექმნან ყველა მნიშვნელოვანი ფაილის სარეზერვო ასლი და განაახლონ პროგრამული უზრუნველყოფა  მათ მოწყობილობებზე,  ასევე გამოიყენონ სპეციალური ინსტრუმენტები, რომლებიც ავტომატურად აღმოაჩენენ დაუცველობას,  ასევე შეუძლიათ  პატჩების ჩამოტვირთვა და ინსტალირება.

კომპანიებმა ყველა კომპიუტერზე  და სერვერზე უნდა დააყენონ  უსაფრთხოების გადაწყვეტილებები, რეგულარულად შეამოწმონ კორპორატიული ქსელის ინფორმაციული უსაფრთხოება ანომალიების და ჰაკერთა ისეთი მიზნის გამოსავლენად, როგორიცაა რიგების მართვა  POS- ტერმინალებში და სავაჭრო ავტომატებში.   აუცილებელია უსაფრთხოების ძლიერი გადაწყვეტილებების გამოყენება ლეგიტიმურ აპლიკაციებში მავნე საქმიანობის თვალყურის დევნების პროგრამით.  სამუშაო სადგურების დასაცავად და თანამშრომლების მიერ  არასასურველი პროგრამების ინსტალირების თავიდან ასაცილებლად სასურველია Default Deny ტექნოლოგიის გამოყენება.

 

Share