5.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
14:28:23

იანვარ-აგვისტოში მთავრობამ 3.481 მლრდ ლარის სესხი აიღო

By: Admin
2021-09-28 16:05:52
204

 იანვარ-აგვისტოში მთავრობამ 3.481 მლრდ ლარის სესხი უკვე აიღო. -ამის შესახებ  პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული,

ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის 8 თვეში ქვეყნის მთავარი ხაზინის შემოსულობებმა ჯამში დაახლოებით 11.530 მლრდ ლარი შეადგინა. მოცემული შემოსულობების 68.3% შემოსავლებზე მოდის, კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში შემოსავლების სახით ბიუჯეტში 7.874 მლრდ ლარი შევიდა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მთლიან შემოსულობებში შემოსავლების წილი 2020 წელთან შედარებით გაზრდილია, რაც ეკონომიკის შედარებით გამოცოცხლებაზე მიანიშნებს, თუმცა 2019 წელთან შედარებით შემოსავლების პროცენტული წილი მაინც შემცირებულია. უფრო კონკრეტულად, 2020 წელს ეს მაჩვენებელი 59.4%-ს შეადგენდა, ხოლო 2019 წელს - 88.7%-ს.

 

Share