1.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
20:53:17

ნათია თურნავა იპოთეკური სესხის სუბსიდირების პროგრამის ბენეფიციარ კიკნაველიძეების მრავალშვილიან ოჯახს ახალმოსახლეობა მიულოცა

By: Admin
2021-10-01 17:19:32
204

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ზაზა და ეკა კიკნაველიძეების მრავალშვილიან ოჯახს ახალმოსახლეობა მიულოცა. მათ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, იპოთეკური სესხის სუბსიდირების ახალი სახელმწიფო პროგრამით ისარგებლეს.

კიკნაველიძეებმა იპოთეკური სესხის სუბსიდირების ახალი სახელმწიფო პროგრამით ისარგებლეს, რომელიც საცხოვრებელი ფართის შესაძენად ბანკიდან აღებული კრედიტის პროცენტის თანადაფინანსებას გულისხმობს  საქართველოში მცხოვრები მრავალშვილიანი. პროგრამა შეეხება ასევე იმ ოჯახებისაც, რომლებსაც 2021 წლის პირველი სექტემბრის შემდეგ შვილი შეეძინებათ. ზაზა და ეკა კიკნაველიძეებს ხუთი შვილი ჰყავთ. მათგან, სამი არასრულწლოვანია, ყველაზე უმცროსი - ელენე ხუთი წლისაა.

 

Share