2.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:56:13

ნიკოლოზ გაგუა: აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერა რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი რეფორმების განხორციელების კუთხით უწევს საქართველოს - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ ADB-ის აღმასრულებელ დირექტორთან, მეთიუ ფოქსთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

მისი თქმით, განსაკუთრებით აღსანიშნავია, ბანკის ჩართულობა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის  კონკრეტულად, მისი ყველაზე რთული - რიკოთის მონაკვეთის მშენებლობის თვალსაზრისით

„აზიის განვითარების ბანკი სრულად ახორციელებს აღნიშნული მონაკვეთის ტექნიკურ-ეკონომიკურ შესწავლასა და დიზაინს, ასევე, ბანკი დააფინანსებს ამ გზის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილის მშენებლობას. ასევე, მნიშვნელოვანია თბილისი-ლარსის გზის პროექტი, რომელიც აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით განხორციელდება," - აღნიშნა ნიკოლოზ გაგუამ.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის თქმით, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით შემუშავდა კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგია, საპენსიო რეფორმის კანონმდებლობა,  კერძო-საჯარო თანამშრომლობის კანონპროექტი, რომელიც უკვე დასრულების სტადიაშია.

„აზიის განვითარების ბანკიც აღიარებს, რომ  მნიშვნელოვანი შედეგები გამოიღო  მათი მხარდაჭერით საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულმა ეკონომიკურმა რეფორმებმა," - განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.

(NS)

Share