
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 2 981.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 24.0 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.
საქსტატის ცნობით, ექსპორტი რეექსპორტის გარეშე (ადგილობრივი ექსპორტი), მთლიანი ექსპორტის 72.7
პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით
25.9 პროცენტით გაიზარდა და 2 166.1 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.
ამასთან, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 79.0 პროცენტი შეადგინა.
ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი - 220.8 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი - 388.7 მლნ. აშშ დოლარითა და ჩინეთი - 453.8 მლნ. აშშ დოლარით.
Share