ვალუტის კურსი

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, 30 ოქტომბერს დაგეგმილი მეორე ტურისთვის ბიუჯეტი დაამტკიცა.
საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით, არჩევნების მეორე ტური ქვეყანას ბიუჯეტიდან 11.65 მილიონი ლარი დაუჯდება.
უფრო დეტალურად ბიუჯეტი ასე ნაწილდება:
სულ ხარჯები - 11,653,000 ლარი;
მათ შორის შრომის ანაზღაურება - 7,135,000 ლარი;
მათ შორის საქონელი და მომსახურება - 3,017,000 ლარი;
სხვა ხარჯები - 1,501,000 ლარი.
შეგახსენებთ, რომ 30 ოქტომბერს არჩევნების მეორე ტური გაიმართება 5 თვითმმართველ ქალაქში: თბილისში, ფოთში, რუსთავში, ქუთასსა და ბათუმში
მეორე ტური ასევე გაიმართება 15 თვითმმართველ თემში
მაჟორიტარული სისტემით არჩევნების მეორე ტური გაიმართება 24 საარჩევნო ოლქში
Share